რუსთავის საკრებულოს დეპუტატს ფიზიკური ძალადობისთვის ბრალი წაუყენეს

საქართველოს პროკურატურამ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, ვ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 12 ივნისს, ქ. რუსთავში, ვ.მ.-მ ორ პირთან ერთად, ზ.ვ.-სთან წარსულში არსებული უთანხმოების გამო, მის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

ვ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) წარედგინა.

საქართველოს პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

 

მსგავსი თემები