„პუტინმა ეს ომი არ უნდა მოიგოს“ – ოლაფ შოლცი

„დიდი შვიდეულის“ სამიტის შემაჯამებელ გამოსვლაში გერმანიის კანცლერმა მნიშვნელოვანი გზავნილები გააჟღერა და განაცხადა, რომ ეს ომი პუტინმა არ უნდა მოიგოს.

„დავასრულეთ ინტენსიური და კონსტრუქციული დღეები. ყველანი ვთანხმდებით, რომ პრეზიდენტმა პუტინმა არ უნდა მოიგოს ეს ომი.  გავაგრძელებთ უკრაინის აქტიურ მხარდაჭერას და ვიზრუნებთ, რომ  პრეზიდენტ პუტინის მიერ გადახდილი ეკონომიკური და პოლიტიკურ ფასი გაიზარდოს,“-  განაცხადა ოლაფ შოლცმა სამიტის დასრულების შემდეგ.

მან შვიდეულის წევრ ლიდერებსაც მიმართა, რომ საჭიროა დამატებითი თანხის მობილიზება უკრაინის გრძელვადიანი რეკონსტრუქციისთვის.

„დიახ, ნამდვილად გვჭირდება „მარშალის გეგმა“ უკრაინისთვის, ეს კარგად უნდა დაიგეგმოს და კარგად განვითარდეს“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

 

მსგავსი თემები