,,ჩვენ გვაქვს ხუთი პარტიისგან შექმნილი მთავრობა, რომლებმაც დაძლიეს უთანხმოება ერთი ოლიგარქის მოსაშორებლად”- მარკეტა გრეგორევა

ჩეხი ევროპარლამენტარი, მარკეტა გრეგორევა ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, გრეგორევას საკუთარ ქვეყანაში პოლიტიკური მხარდაჭერა არ აქვს.

,,დიახ, ჩვენი ახალგაზრდა ჩეხური დემოკრატია საკმაოდ ამაყობს თავისი პლურალიზმით. ჩვენ გვაქვს ხუთი პარტიისგან შექმნილი მთავრობა, რომლებმაც დაძლიეს უთანხმოება ერთი ოლიგარქის მოსაშორებლად. იმავეს ვუსურვებ საქართველოს. მეტი თანამშრომლობა 15%-იან პარტიებთან, რომელიც ასახავს საზოგადოების მრავალფეროვნებას”- წერს მარკეტა გრეგორევა. 

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ მარკეტა გრეგოროვას პარტია ჩეხეთში 15 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს და  არ აქვს უფლება ქართულ ოცნება გააკრიტიკოს.

მსგავსი თემები