,,თუ უკრაინელი სამხედროები იარაღს დაყრიან, ყველაფერი 24 საათში დასრულდება”- დიმიტრი პესკოვი

,,საომარი ოპერაცია უკრაინაში გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და მის დასრულების ვადა განსაზღვრული არ არის“,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ უკრაინელი სამხედროები იარაღს დაყრიან და კიევი შეასრულებს რუსეთის მოთხოვნას, ყველაფერი 24 საათში დასრულდება.

„უკრაინულმა მხარეს შეუძლია, ყველაფერი 24 საათში დაასრულოს, საჭიროა ბრძანება, რომ ნაციონალისტურმა ქვედანაყოფებმა დაყარონ იარაღი, ბრძანება, რომ სამხედროებმა დაყარონ იარაღი და უნდა შესრულდეს რუსეთის პირობები და ყველაფერი შეიძლება, დასრულდეს მომდევნო 24 საათში“, – განაცხადა პესკოვმა.

მსგავსი თემები