რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის მერი გაიტაცეს

მერის მრჩეველის, გალინა ლიაშევსკაიას ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის მერი, იგორ კოლიხაევი გაიტაცეს.

ლიაშევსკაიას ცნობით, მერი   ერთ-ერთ მუნიციპალურ დაწესებულებაში მივიდა, რა დროსაც  მანქანიდან გადმოსვლისთანავე შეიარაღებულმა გვარდიელებმა გაიტაცეს.

,,დარწმუნებული ვარ, კოლიხაევის დაკავება საოკუპაციო ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარს უკავშირდება. რამდენიმე დღის წინ კოლიხაევმა მიიღო წერილი „ახალდდანიშნული“ მერისგან.  კოლიხაევი არ წავიდა. შეხვედრაზე უარის თქმის გამო კი დაჭერით დაემუქრა. ჩვენ ყველა საფრთხეში ვართ. ყველაფერი თავდასხმის ქვეშაა,”- წერს ლიაშევსკაია.

მსგავსი თემები