,,შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს, რათა არა მხოლოდ სააკაშვილის, არამედ ყველა პატიმრის ჯანმრთელობა დაცული იყოს”- კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს, რათა არა მხოლოდ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, არამედ ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა და უსაფრთხოება დაცული იყოს.

ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„სააკაშვილი გახლავთ ჩვეულებრივი პატიმარი და მას მოუწევს სასჯელის მოხდა. რაიმე საჭიროებები თუ აქვს, შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა და უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული. ჰუმანიტარული მიზნებით, საქართველოში ყველანაირი მკურნალობაა შესაძლებელი. თუ რაიმე დამატებით აუცილებლობა იქნება, შესაბამისი უწყება, პენიტენციური სისტემა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არა მხოლოდ სააკაშვილის, არამედ ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მაქსიმალურად იყოს დაცული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები