„ბოროტება“ და „ბარბაროსობა“ – ბორის ჯონსონი  უკრაინაში სავაჭრო ცენტრის დაბომბვაზე

უკრაინაში, კერძოდ კი პოლტავას ოლქში სავაჭრო ცენტრის დაბომბვასთან დაკავშირებით ბრიტანეთის პრემიერი შეფასებას აკეთებს და პუტინის ქმედებას  ბოროტებასა და ბარბაროსობას უწოდებს.

„სავაჭრო ცენტრში განხორციელებულმა შემზარავმა თავდასხმამ კიდევ ერთხელ აჩვენა ბოროტებისა და ბარბაროსობის სიღრმე, რომელშიც რუსეთის ლიდერი ჩაიძირება. ჩვენი ფიქრები უკრაინაში, უდანაშაულო მსხვერპლთა ოჯახებთანაა.  პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ მისი საქციელი გააძლიერებს “დიდი შვიდეულის ქვეყნების” გადაწყვეტილებას, დადგეს უკრაინის გვერდით იმდენი ხანი, რამდენიც დასჭირდება”, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

ბრიტანეთის პრემიერის თქმით, “დიდი შვიდეულის“ სამიტზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლის დროს განხორციელებული თავდასხმა მოკავშირეების გადაწყვეტილებებს გააძლიერებს, რომ პუტინს კიდევ უფრო მძლავრი წინააღმდეგობა გაუწიონ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინის სავაჭრო ცენტრს რაკეტები დაუშინა, სადაც 1000-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. არიან გარდაცვლილები და დაშავებულები.

რუსებმა სავაჭრო ცენტრი დაბომბეს, სადაც 1000-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა  

მსგავსი თემები