ტურისტის ცხედარი, რომელიც მეწყერში მოყვა, იპოვეს

ფშავში, მეწყერში მოყოლილი ტურისტის ცხედარი ნაპოვნია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ ‘’112’’-ში ადასტურებენ.

შეგახსენებთ რომ საზოგადოებამ იხილა უმძიმესი კადრები, როცა მამაკაცი მოტოციკლეტით მოძრაობს, რა დროსაც მთის მასა წყდება და ხის მორებთან ერთად პირდაპირ მამაკაცს ეჯახება. ტურისტმა უკან მოიხედა, თუმცა, გზის გადაკვეთა ვერ მოასწრო. ის მეწყერმა წაიღო.

„შემოვიდა ინფორმაცია, რომ ფშავში, მთიდან წამოსულმა ღვარცოფმა გზაზე მოტოციკლით მოძრავი უცხო ქვეყნის მოქალაქის მდინარეში გადავარდნა და გაუჩინარება გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაუჩინარებული მამაკაცის ადგილსამყოფელის დასადგენად შესაბამისი საძიებო სამუშაოები შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო. პროცესში უმოკლეს დროში ჩაერთო სტიქიის ზონაში მომუშავე სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ჯგუფები, რომელთა მიერ, რთული რელიეფის და ადიდებული მდინარის მიუხედავად, მოხდა მდინარე არაგვის წყლის ზედაპირის და სანაპირო ზოლის დათვალიერება.
მოქალაქის საძიებო-სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში, სამსახურის თანამშრომლებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს” – აცხადებენ უწყებაში.

მსგავსი თემები