სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ისევ მიხეილ ჩინჩალაძე გახდა

მომავალი 5 წლის ვადით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ისევ მიხეილ ჩინჩალაძე უხელმძღვანელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო. აღნიშნულ პოზიციაზე ჩინჩალაძე ერთადერთი კანდიდატი იყო.

საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე სააპელაციო სასამართლოს წევრი მოსამართლეებისგან ირჩევა. თანამდებობაზე შერჩეულ პირს კი  იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნიშნავს.

მიხეილ ჩინჩალაძეს ვადა მიმდინარე წლის მაისის ბოლოს ამოეწურა. შეგახსენებთ, რომ მიხეილ ჩინჩალაძე სწორედ ის მოსამართლეა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციაბი ე.წ. კლანის წევრად მოიაზრებე და აღნიშნულთან დაკავშირებით პროტესტი არაერთხელ გამოხატეს.

 

მსგავსი თემები