რუსული ძალები მარიუპოლის მაცხოვრებლებს მტრედებზე ნადირობას და მათ ჭამას აიძულებენ

მარიუპოლის მერის ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, უკრაინის ოკუპირებულ ქალაქ მარიუპოლში მცხოვრებ ადამიანებს, რუსული ძალები მტრედებზე ნადირობას და მათ ჭამას აიძულებენ.

ბოიჩენკოს თქმით,  მოსახლეობა მტრედების დასაჭერად ხელნაკეთ ხაფანგებს იყენებს. მისი განმარტებით, რუსული ძალები ამ გზით დასცინიან ადამიანებს, რომლებიც ომამდე სრულფასოვნად ცხოვრობდნენ  და  არ იცოდნენ რა იყო შიმშილი ან სასმელი წყლის ნაკლებობა.

„ეს საშინელებები ხდება 21-ე საუკუნეში, ევროპის გულში, მთელი მსოფლიოს თვალწინ“, – დასძინა მან.

პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ლაზარენკოს განცხადებით, მტრედები მრავალი ვირუსული დაავადების გადამტანები არიან და მისი მირთმევა ადამიანებისთვის რისკის შემცველია.

„მტრედები მრავალი ვირუსული, ბაქტერიული და სოკოვანი დაავადების გამრავლების საფუძველია. ამასთან დაკავშირებით, ხორცი შეიძლება დაინფიცირდეს. მას შეუძლია გამოიწვიოს ჰისტოპლაზმოზი, ენცეფალიტი, ორნიტოზი, სალმონელოზი, ტოქსოპლაზმოზი და სხვა საშიში დაავადებები. ასეთი დაავადებები განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის და მოხუცებისთვის. სათანადო სამედიცინო დახმარების არარსებობის შემთხვევაში, ამან შეიძლება სიკვდილიც კი გამოიწვიოს“,- განაცხადა ლაზარენკომ.

მსგავსი თემები