,,ჩვენ მივიღებთ მხარდაჭერის ახალ პაკეტებს საქართველოსთვის, ბოსნია- ჰერცეგოვინისა და მოლდოვისთვის“- იენს სტოლტენბერგი

,,რაც შეეხება საქართველოს მხარდაჭერას, თუ რამე გაკვეთილი ვისწავლეთ უკრაინაში, ალიანსის ახლო, ღირებულ და მრავალწლიან პარტნიორ ქვეყანაში შეჭრით, არის დახმარების დროულად აღმოჩენის მნიშვნელობა,”- ამის შესახებ  ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს მხარდაჭერის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სამიტზე ალიანსის წევრები შეთანხმდებიან პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაზრდაზე იმ პარტნიორებისთვის, რომლებიც რუსული ჩარევის რისკის ქვეშ არიან.

„მხარდაჭერა დროულად უმჯობესია, ვიდრე დაგვიანებით. ნატო ეხმარებოდა უკრაინას 2014 წლის შემდეგ სხვადასხვა გზით, მაგრამ ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ სხვა პარტნიორებისთვისაც, რომლებიც მოწყვლადი არიან რუსეთის მიერ მათ შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევის საფრთხის წინაშე. ველოდები, რომ ამ სამიტზე ჩვენ შევთანხმდებით პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაზრდაზე იმ პარტნიორებისთვის, რომლებიც რუსული ჩარევის რისკის ქვეშ არიან.

ჩვენ დავეხმარებით მათ შესაძლებლობებისა და გამძლეობის გაუმჯობესებაში. საქართველოსთვის ჩვენ შეგვიძლია, გავაუმჯობესოთ თანამშრომლობა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა დაცული კომუნიკაციები, სიტუაციის ანალიზი, კიბერუსაფრთხოება. ჩვენ ასევე, თბილისთან ახლოს გვაქვს ნატო-ს საწვრთნელი ცენტრი. ჩვენ შეგვიძლია, მეტი რამ გავაკეთოთ ამ მიმართულებით, შეგვიძლია, დავეხმაროთ საქართველოს კიბერშესაძლებლობის განვითარებაში და მეტი კადრი გამოვყოთ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისისთვის საქართველოში. ასე რომ, ამ სამიტის მთავარი გზავნილი იქნება მხარდაჭერა საქართველოსა და სხვა მოკავშირეებისადმი, რომლებიც მოწყვლადი არიან რუსული ჩარევის წინაშე“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ამასთან, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-ს სამიტზე პარტნიორი ქვეყნებისთვის მხარდაჭერის ახალ პაკეტებს მიიღებენ.

„მადრიდის ნატო-ს სამიტში საქართველო და ევროკავშირიც მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენ მივიღებთ მხარდაჭერის ახალ პაკეტებს პარტნიორებისთვის – საქართველოსთვის, ბოსნია და ჰერცეგოვინისა და მოლდოვის რესპუბლიკისთვის, ასევე მავრიტანიისა და ტუნისისთვის“, – განაცხადა  სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები