ვოლოდიმირ ზელენსკი „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს მოუწოდებს ყველაფერი გააკეთონ, რომ ომი წლის ბოლომდე დასრულდეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ,,დიდი შვიდეულის” სამიტზე საჰაერო თავდაცვის სისტემები, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები და უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა.

„ჩვენთის მნიშვნელოვანია „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების თანმიმდევრული პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით, სანქციები მომავალშიც უნდა გაძლიერდეს, განსაკუთრებით, აგრესორის ექსპორტირებულ ნავთობზე ფასები უნდა შეიზღუდოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით,  ზელენსკიმ თავის გამოსვლაში აღნიშნა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების მნიშვნელობა და ასევე  ლიდერებს სთხოვა კონცენტრირდნენ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება სასარგებლო იყოს, როგორც უკრაინისთვის, ასევე მთელი ევროპისთვის.

კერძოდ, პრეზიდენტმა ,,დიდი შვიდეულის” ლიდერებს მოუწოდა დაიწყონ  მუშაობა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე. სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს გარანტიები გამორიცხავს მომავალში რუსული აგრესიის  შესაძლებლობას.

მსგავსი თემები