,,არახამიას ინტერესი აქვს საქართველოში განვითარდეს რევოლუციური პროცესი და ამან ყველაფერმა მიგვიყვანოს ქაოსამდე”- გია ვოლსკი

,,არახამიას და ადამიანების გარკვეულ ჯგუფს ინტერესი აქვს საქართველოში განვითარდეს რევოლუციური პროცესი და ამან ყველაფერმა მიგვიყვანოს ქაოსამდე, მეორე ფრონტის გახსნის იდეა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა,”- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მეორე ფრონტის გახსნის იდეა  დღის წესრიგიდან  არ მოხსნილა და ახლა შემოვლითი გზით გადაწყვიტეს შემოტევა.

“პარლამენტში არიან შეძლებული ადამიანები, ბიზნესიდან მოსული ადამიანები, რომლებსაც შესაძლებლობაც აქვს, მათ შორის უცხოეთშიც იქონიოს ანგარიში. ასეთი რამდენია და ვინ არის, არ ვიცი, მაგრამ ამაში დასაძრახი არაფერია. გამოვრიცხავ ისეთ მონაცემებს, რომელიც აქვს არახამიას და არ აქვს უფრო კომპეტენტურ სტრუქტურებს. თუ მკითხავთ, აბა რა ინტერესი აქვს არახამიას, კიდევ ერთხელ დავადასტურებ, რომ მას და ადამიანების გარკვეულ ჯგუფს ინტერესი აქვს საქართველოში განვითარდეს რევოლუციური პროცესი და ამან ყველაფერმა მიგვიყვანოს ქაოსამდე, ცვლილებამდე, დესტაბილიზაციამდე და საბოლოო ჯამში, მეორე ფრონტის გახსნის იდეა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. ამას თუ ღიად ლაპარაკობდნენ აქამდე, ახლა შეამჩნიეს, რომ საზოგადოებაში ამას პოპულარობა არ აქვს და შემოვლითი გზით გადაწყვიტეს შემოტევა”, – განაცხადა ვოლსკიმ.

,,საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ეხმარება”- დავით არახამია

მსგავსი თემები