ფშავში ჩამოწოლილმა მეწყერმა ერთი ადამიანი, სავარაუდოდ ტურისტი მოიყოლა.
სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, რომელშიც ჩანს, ტურისტი, რომელიც მოტოციკლით გადაადგილდება ფშავში, ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთზე. ტურისტი მაღაროსკარსა და ხომს შორის გზის სავალ ნაწილზე გადმოსულმა ღვარცოფმა მოიყოლა.
არსებული ინფორმაციით, ადგილზე ტურისტის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.