,,ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ უკრაინას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში”- ,,დიდი შვიდეული”

„ჩვენ გავაგრძელებთ ფინანსურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერის გაწევას და უკრაინის გვერდით ვიდგებით რამდენი ხანიც დასჭირდება“, – ამის შესახებ  ,,დიდი შვიდეულის” სამიტის განცხადებაშია ნათქვამი.

ლიდერებმა ასევე განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან დაეხმარონ უკრაინას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში.

“ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ უკრაინას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, საკუთარი თავის დასაცავად და საკუთარი მომავლის არჩევაში. უკრაინის გადასაწყვეტია სამომავლო სამშვიდობო მოგვარების გადაწყვეტილება გარე ზეწოლისა და გავლენისგან თავისუფალი”, – ნათქვამია განცხადებაში. .

ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი ერთად იმუშავებენ, რათა დაეხმარონ უკრაინას თავის დაცვაში ომის დასრულების შემდეგ.

„ომის შემდგომი სამშვიდობო მოგვარების პერსპექტივის მიზნით, ჩვენ მზად ვართ მივაღწიოთ შეთანხმებებს დაინტერესებულ ქვეყნებთან და ინსტიტუტებთან და უკრაინასთან უსაფრთხოების მდგრადი ვალდებულებების შესახებ, რათა დავეხმაროთ უკრაინას დაიცვას საკუთარი თავი, უზრუნველყოს მისი თავისუფალი და დემოკრატიული მომავალი და შეაჩეროს მომავალი რუსული აგრესია. “- ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები