,,საკუთარი თვალით ვნახე რუსეთის არმიის მიერ გადამწვარი სახლები, ეს ტრაგედიაა, რომლის სიტყვებით გადმოცემაც ძალიან რთულია”- მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება. მან  უკვე მოინახულა კიევის ოლქის ქალაქები ,ბოროდიანკა, ბუჩა და ირპინი.

მისი თქმით, მოლდოვა მამაცი უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ, რომლებიც მათი და ევროპის თავისუფლებისთვის იბრძვიან.

„დღეს მე უკრაინაში პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის მოწვევით ვიმყოფები. ვიზიტი დავიწყეთ კიევის რეგიონში განადგურებული ქალაქების მონახულებით. საკუთარი თვალით ვნახე რუსეთის არმიის მიერ ბოროდიანკასა და ირპენში გადამწვარი სახლები, საავადმყოფოები, მაღაზიები, საბავშვო ბაღები. ვნახეთ მასობრივი სამარხები ბუჩაში. ეს ტრაგედიაა, რომლის სიტყვებით გადმოცემაც ძალიან რთულია. ოთხი თვეა, უკრაინა, ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყანა ომში ცხოვრობს. მოლდოვის რესპუბლიკა პირველივე დღიდან გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიას და მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, ყველაფერი გააკეთონ, რომ აღდგეს მშვიდობა და გამოძიებული იქნას კონფლიქტში ჩადენილი გაუმართლებელი დანაშაულები. ჩვენ მამაცი უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ, რომლებიც მათი და ევროპის თავისუფლებისთვის იბრძვიან. უკრაინის მომავალი თავისუფალ მსოფლიოში, დიდ ევროპულ ოჯახშია“, – წერს მაია სანდუ.

მსგავსი თემები