,,საქართველო რუსეთის ფედერაციისთვის „შავ ხვრელად“ გადაიქცა, რომ მათ თავი აარიდონ სანქციებს”- ლევან ბეჟაშვილი

,,ხელისუფლებას ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს, რათა თავიდან აღეკვეთა ასეთი უკანონო ეკონომიკური საქმიანობა ოკუპანტ სახელმწიფოსთან. ამიტომ, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებზე საუბარი ბუნებრივი იქნება,”- ამის შესახებ  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო რუსეთის ფედერაციისთვის „შავ ხვრელად“ გადაიქცა, რომ მათ თავი აარიდონ სანქციებს.

„რამდენიმე თვის წინ უკრაინის სადაზვერვო სამსახურებმა განცხადება გააკეთეს, რომ ინფორმაცია არსებობდა, ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს მთავრობას შორის, რათა სანქციების გვერდის ავლით ეკონომიკური ურთიერთობები გაღრმავებულიყო. გვახსოვს, „ქართულ ოცნებას“ როგორი რეაქცია ჰქონდა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ინფორმაციები რეალიზდება და დასტურდება. ვხედავთ, ჩრდილოეთ საბაჟოზე რამდენი მანქანა მიდის და თან კონტროლის გარეშე. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, თურმე არანაირი რეგულაცია არ არსებობს სანქციების თავის არიდების და რაღაც მოდულებზე იყო საუბარი. პრაქტიკულად, ხელისუფლებას ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს, რათა თავიდან აღეკვეთა ასეთი უკანონო ეკონომიკური საქმიანობა ოკუპანტ სახელმწიფოსთან. ამიტომ, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებზე საუბარი ბუნებრივი იქნება, რადგან ივანიშვილია მთავარი იდეოლოგი, რომ საქართველო გახდეს რუსეთის ფედერაციის უკანა ეზო.

დავით არახამიას განცხადება კიდევ ერთი დასტურია იმ ფაქტებისა და რეალობის, რომელიც გამოვლენილია. ფოთის პორტში სანქცირებული ნავთობით სავსე ტანკერის გაჩერებაც ამის ნათელი დადასტურებაა. სამწუხაროდ, საქართველო რუსეთის ფედერაციისთვის „შავ ხვრელად“ გადაიქცა, რომ მათ თავი აარიდონ სანქციებს. პროგრესული სამყარო არ დაუშვებს, საქართველო სანქციების არიდების სივრცე გახდეს. სანქციებზეც იქნება საუბარი და კონკრეტულ ღონისძიებებზეც. ჩვენი ინფორმაციით, საბაჟო ტვირთი საქართველოდან გაედინება და პრაქტიკულად, საქართველო გადაქცეულია „შავ ხვრელად“. ამიტომ არის ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით ასეთი რეაქციები. ეს განცხადებები იმიტომ კეთდება, რომ მათ აქვთ ინფორმაციები, საქართველოს გამოყენება ხდება – როგორც საბანკო სისტემის, ასევე ტერიტორიის და საბაჟო სივრცეების, რათა სანქციებიდან თავის არიდება მოხდეს. ამიტომ ლოგიკური იქნება ის გადაწყვეტილებები, რომელიც უახლოეს პერიოდში „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებით მიიღება“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ლევან დავითაშვილი ადასტურებს, ბათუმში სანქცირებული რუსული ტვირთის შემოსვლას ადასტურებს

მსგავსი თემები