„შეუწყვიტონ ჟანგბადით მომარაგება რუსული ომის მანქანას“ – შარლ მიშელი

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, რომელიც გერმანიაში იმყოფება, აცხადებს, რომ მსოფლიომ რუსეთს ყველა რესურსი უნდა ჩაუკეტოს. აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა „დიდი შვიდეულის“ სამიტზე გააკეთა, რომელსაც შვიდეულის წევრი  ქვეყნის ლიდერების ესწრებიან.

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ერთსა და იმავე მიზანს იზიარებენ, რომ – შეუწყვიტონ ჟანგბადის მიწოდება რუსულ ომის მანქანას“ – ასეთია შარს მიშელის გზავნილი G7-ის სახელით.

სამიტი ბავარიაში იმართება, რომელსაც გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მასპინძლობს.

„ომი უკრაინაში ევროკავშირსაც გარდაქმნის. უკანასკნელ სამიტზე ჩვენ შევთანხმდით, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მივანიჭებთ და ასევე მზად ვართ, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი ბოსნიას და საქართველოს, როგორც კი რეფორმები შესრულდება. ეს არის ისტორიული მომენტი უკრაინისთვის და ევროპის მომავლისთვის” – განაცხადა შარლ მიშელმა.

ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის ფინანსურ, ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას. ასევე, აქტიურად განიხილება დანგრეული და მიწასთან გასწორებული უკრაინის აღდგენის საკითხი.

 

მსგავსი თემები