„როგორც კი გაიგებდნენ ჩემი შვილის სახელს, სახე უნათდებოდათ, ეს არის სახელი“ – გიული ალასანია ბრიუსელში ვიზიტზე

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში დედამ მოინახულა. როგორც გიული ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ძირითადად ბრიუსელში ვიზიტზე ესაუბრა და ყველაფერი მოუყვა, როგორ აფასებენ მას.

„შევხვდი, ვისაუბრეთ. აშკარად სისუსტე აქვს. როგორც კი წამოდგა, იმ წუთში დაბარბაცდა. ჯანმრთელობის მხრივ, ჩემი თვალით, თითქოს ძველებურად არის. ბრიუსელის ამბები მოვუყევი. ძალიან გადატვირთული დღე გვქონდა. ბრიუსელში არის ჯგუფი, რომლებიც ძალიან აქტიურად მუშაობს საქართველოს საკითხზე. ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენზე უკეთ იციან ჩვენი ვითარება. როგორც კი გაიგებდნენ ჩემი შვილის სახელს, სახე უნათდებოდათ. სწორედ ეს არის სახელი“, – განაცხადა ალასანიამ ჟურნალისტებთან.

 

მსგავსი თემები