უკრაინა დროებით უარს ამბობს ნატო-სკენ გადასადგმელ ნაბიჯებზე

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მოკლევადიან მომავალში, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება არარეალურია, ამიტომ, უკრაინა დროებით უარს ამბობს ნატოში გასაწევრიანებლად საჭირო კონკრეტულ ქმედებებზე.

აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის წარმომადგენელი იგორ ჟოვკვა აჟღერებს. როგორც ის ერთ-ერთ უცხოულ გამოცემასთან აცხადებს, მოკლევადიან პერსპექტივაში ეს არ გამოვა.

„ნატოს წევრებმა უარყვეს ჩვენი მისწრაფებები. ეს ფაქტია. შესაბამისად, ამ მიმართულებით, ჩვენ სხვას არაფერს გავაკეთებთ… საკმარისი არ არის მხოლოდ სიტყვა „პარტნიორის“ წაშლა. ველით, რომ ნატოს სტრატეგიულ კონცეფციაში, იქნება ბევრად მკაცრი გაფრთხილება რუსი აგრესორის მისამართით. თუ ნატოელები არ ისაუბრებენ რეალურ ვითარებაზე, რაც ხდება ევროპაში, უკრაინაში, მაშინ ეს დოკუმენტი არააქტუალური დოკუმენტი“,- აცხადებს ჟოვკვა.

 

მსგავსი თემები