,,უკრაინა დღეს არის ომში, მათ აქვთ ვალი, ამ შემთხვევაში ვალი პოლიტიკური და მორალური უკრაინის წინაშე”- გურამ მაჭარაშვილი უკრაინის EU სტატუსზე

,,ბატონმა მაკრონმა თავის ინტერვიუში პირდაპირ თქვა, ვციტირებ, უკრაინა დღეს არის ომში, მათ აქვთ ვალი, ამ შემთხვევაში ვალი პოლიტიკური და მორალური უკრაინის წინაშე,”- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის მსგავს მდგომარეობაშია მოლდოვაც და ამიტომ მიანიჭეს მათ კანდიდატის სტატუსი.

,,პრაქტიკულად იგივე მდგომარეობაშია ასევე მან აღნიშნა, მოლდოვა, იმიტომ, რომ არის მეზობელი ქვეყანა და ძალიან რთულ მდგომარეობაშია, მის მიმართაც ამიტომ იყო გათვალისწინებული ეს ფაქტორები და მხოლოდ ამის გამო მიანიჭეს მას კანდიდატის სტატუსი. გულდასაწყვეტი ის არის, რომ იმას რასაც გვილოცავენ ევროკავშირის ლიდერები, არაერთი, ამას სამწუხაროდ აღნიშნავს რადიკალური ოპოზიცია. არა ყველა, მაგრამ რადიკალური ოპოზიცია. იმიტომ, რომ სამწუხაროდ, მათთვის მთავარი არ აღმოჩნდა ის რეალური ევროპული ღირებულებები, რაზეც საუბრობენ ბატონი შარლ მიშელი, ბატონი მაკრონი, ქალბატონი ურსულა,”- განაცხადა მაჭარაშვილმა.

მსგავსი თემები