,,აშშ მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის სურვილს და ხელი შეუწყოს რეფორმების განხორციელებას”- კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი  საელჩოს გვერდზე „ფეისბუქში“ განცხადებას ავრცელებს. ელჩის თქმით, შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს  და ხელი შეუწყოს რეფორმების განხორციელებას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

„მოგესალმებით ვაშინგტონიდან. აქ მაღალი რანგის ლიდერებთან შეხვედრები მაქვს მისიის ხელმძღვანელთა ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც მთელი მსოფლიოდან თავს უყრის აშშ-ის ელჩებს (მათ შორის ნაცნობ სახეებსაც შეამჩნევდით).

ვაშინგტონში, ისევე, როგორც თბილისში ნათელია, რომ შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის აშკარა სურვილს და ხელი შეუწყოს რეფორმების განხორციელებას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, – აღნიშნულია კელი დეგნანის განცხადებაში.

მსგავსი თემები