,,პუტინი ომის მდგომარეობაში იმყოფება ევროკავშირის წევრობის კანდიდატთან”- ანდრიუს კუბილიუსი

,,დღეის მდგომარეობით, პუტინი ომის მდგომარეობაში იმყოფება ევროკავშირის წევრობის კანდიდატთან. გეოპოლიტიკურად, ეს არის ომი ევროკავშირთან,”- ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

მისი თქმით, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას უკრაინისთვის ისტორიული გამარჯვება და პუტინის სტრატეგიული გეოპოლიტიკური მარცხია.

„უკრაინა არის ევროკავშირის წევრობის ოფიციალური კანდიდატი. გუშინ ჩვენ წინასწარ აღვნიშნეთ ეს ევროპარლამენტში. ჩვენ სწორად ვიგრძენით, რომ საბჭო უბრალოდ ვერ გაბედავდა სხვა გადაწყვეტილების მიღებას. უკრაინის ლიდერობა ასევე ცვლის ევროკავშირსაც: მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები, რომლებიც 2014 წლიდან წარმოუდგენელი ჩანდა. დღეის მდგომარეობით, პუტინი ომის მდგომარეობაში იმყოფება ევროკავშირის წევრობის კანდიდატთან. გეოპოლიტიკურად, ეს არის ომი ევროკავშირთან. ეს არის უკრაინის ისტორიული გამარჯვება და ეს არის პუტინის სტრატეგიული გეოპოლიტიკური მარცხი, არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მოლდოვაშიც. შესაძლოა, გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოშიც“, – წერს ანდრიუს კუბილიუსი.

მსგავსი თემები