,,სამწუხაროდ, ჩვენ მოგვიწევს სამხედროების გაყვანა სევეროდონეცკიდან”- სერგეი გაიდაი

ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის განხადებით, უკრაინულ ძალებს მოუწევთ სევეროდონეცკიდან გასვლა. მისი თქმით,  სახლების 90%-ზე მეტი დაიბომბა და მათი დიდი ნაწილის აღდგენა შეუძლებელია.

,,სამწუხაროდ, ჩვენ მოგვიწევს სამხედროების გაყვანა სევეროდონეცკიდან. აზრი არ აქვს მრავალი თვის [საომარი მოქმედებების] შემდეგ დასუსტებულ პოზიციებზე დარჩენას, რადგან გამაგრებულ ტერიტორიებზე დაღუპულთა რიცხვი შეიძლება ყოველდღე გაიზარდოს”, – განაცხადა სერგეი გაიდაიმ.

მსგავსი თემები