მიმდინარე ომის გამო, ევროვიზია 2023 უკრაინაში აღარ ჩატარდება

ევროპის მაუწყებელთა კავშირის ინფორმაციით, ევროვიზია 2023 უკრაინაში არ ჩატარდება. მათივე ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება მიმდინარე ომმა განაპირობა, რადგან მასპინძელ ქვეყანაში საჭიროა ყველა მომუშავე და მონაწილე პირის უსაფრთხოება დაცული იყოს.

ევროპის მაუწყებელთა კავშირმა უარი განაცხადა ღონისძიების უკრაინის საზღვართან ახლოს ჩატარებაზე, საჭირო ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო.

ამ დროისთვის უცნობია, სად ჩატარდება ევროვიზია 2023.

 

მსგავსი თემები