აშშ-მა უკრაინას დამატებით 450 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო

თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელის, ჯონ კირბის ინფორმაციით, აშშ-მა სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო უკრაინას, რომლის ღირებულება 450 მილიონი დოლარია,

„პაკეტში შედის შეიარაღება და აღჭურვილობა. მათ შორის მაღალი მობილობის მქონე საარტილერიო სისტემები“, – აღნიშნა ჯონ კირბიმ.

დახმარების პაკეტი მოიცავს – ოთხი HIMARS, 36 000 105მმ-იან ჰაუბიცის ტყვიას, ტაქტიკურ მანქანებს 155 მმ არტილერიის გასაყვანად, 1 200 ყუმბარმტყორცნს, 2 000 ტყვიამფრქვევს, 18 საპატრულო კატარღას და მრავალფეროვან სათადარიგო ნაწილებს.

საერთო ჯამში, აშშ-მა ომის დაწყებიდან დღემდე 6,1 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწია უკრაინას.

მსგავსი თემები