„საქართველომ უზარმაზარ წარმატებას მიაღწია ევროპულ გზაზე და ეს ევროკავშირის საბჭომ დღეს დაადასტურა”- ვალდის დომბროვსკისი

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკისი „ტვიტერზე“  საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას ეხმაურება.

„საქართველომ უზარმაზარ წარმატებას მიაღწია ევროპულ გზაზე და ეს ევროკავშირის საბჭომ დღეს დაადასტურა. ჩვენ სრულად ვაღიარებთ და მხარს ვუჭერთ მის ევროპულ მისწრაფებებს. და ჩვენ მზად ვართ, გავუძღვეთ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგს, რათა დავაახლოოთ ქვეყანა ევროპულ ოჯახთან“,- წერს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი.

მსგავსი თემები