„უკრაინის მომავალი ევროკავშირშია“ – პრეზიდენტი ზელენსკი

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას პრეზიდენტი ზელენსკი სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც პრეზიდენტი წერს. გადაწყვეტილება უნიკალური და ისტორიული მომენტია უკრაინის და ევროკავშირის ურთიერთობებში.

„გულწრფელად მინდა, შევაქო ევროკავშირის საბჭოს ლიდერების გადაწყვეტილება, რომ მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი უკრაინას. ეს უნიკალური და ისტორიული მომენტია უკრაინის და ევროკავშირის ურთიერთობებში მადლობა შარლ მიშელს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროკავშირის ლიდერებს მხარდაჭერისთვის. უკრაინის მომავალი ევროკავშირშია“, – წერს ზელენსკი.

მსგავსი თემები