სტიქია ამბროლაურში – დაიტბორა ეზოები და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები

უხვი ნალექისა და ძლიერი ქარის შედეგად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში დაზიანდა გზები, ელექტრო გადამცემი ბოძები, ამასთან დაიტბორა ეზოები და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.

ამ დროისთვის, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და ზარალს ითვლიან.

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა  ქუთაისშიც, სადაც მდინარე რიონი კალაპოტიდან გადმოვიდა და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დატბორა.

მსგავსი თემები