საქართველოს პრეზიდენტმა პირველი ვეტო გამოიყენა და კანონპროექტი დაბლოკა

  საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო. აღნიშნული განცხადება სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე გააჟღერა. „მე დღეს ვეტო გამოვიყენე. იცით, რომ მე არ ვიყენებდი ვეტოს, რადგან მიმაჩნია, რომ როცა იცი, რომ დაძლეული იქნება, ინსტიტუტისთვის ცოტა არ იყოს, არ ვარგა ვეტოს დადება და შემდეგ დაძლევა. მაგრამ დღეს ვიყენებ ვეტოს კანონზე, რომელიც ეხება მოსმენებს, მოსმენების გაფართოებას და ამდენად, ადამიანის უფლებების შეზღუდვას. ვიყენებ იმიტომ, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი, რომ მე არ ვეთანხმები და ასე მიიღეთ. ვიცი, რომ იქნება დაძლეული და ეს არ შეცვლის შინაარსობრივად, მაგრამ ეს იქნება. ყოველივე კანონზე, რომელიც … ვრცლად საქართველოს პრეზიდენტმა პირველი ვეტო გამოიყენა და კანონპროექტი დაბლოკა