“წინ აღვუდგებით ამ კვირეულში დაგეგმილ ნებისმიერ აქტივობას” – პროტესტი ლაყე კვერცხებითა და დამპალი პომიდვრებით

„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ ხელმძღვანელი გურამ ფალავანდიშვილი  და  არასამთავრობო ორგანიზაცია “ზნეობას“ წარმომადგენელი დავით ლორთქიფანიძე იმ გეგმაზე საუბრობენ, რასაც ისინი ლგბტ თემის საწინააღმდეგოდ აპირებს. პროტესტის ერთ-ერთმა ორგანიზატორებმა თავიანთ გეგმაზე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრეს.

„ჩვენ წინ აღვუდგებით ამ კვირეულში დაგეგმილ ნებისმიერ აქტივობას. პირველ ორ ღონისძიებასთან დაკავშირებით (წინასწარი ინფორმაციით ერთ დღეს უნდა იყოს კინო ჩვენება, ხოლო მეორე დღეს რაღაც სემინარი) ჩვენ ვფიქრობთ, რომ კარგი იქნება განმეორდეს შარშანდელი სცენარი.

კერძოდ, როდესაც სანაპიროზე, პრაქტიკულად ალყაში იყო კინო დარბაზი ხიდის ქვეშ და შიგ შესულ მონაწილეებს, მათ შორის უცხოელ დიპლომატებს, არა თუ უწევდათ სირცხვილის კორიდორის გავლა, გაძლიერებული პოლიციის დაცვის ქვეშ, არამედ მათმა ნაწილმა, შესვლისას ბუკვალურად თავზე დაიხურეს კასკები, რომ არ მოხვედროდათ თავში, იქ შეკრებილი აღშფოთებული მოსახლეობისგან ნასროლი ლაყე კვერცხები და დამპალი პომიდვრები.

ასევე, კინო ჩვენების მთელ მანძილზე, არ წყდებოდა სანაპიროზე, იქ ჩავლილი მანქანების გამაყრუებელი საპროტესტო საყვირები. რაც შეეხება ბოლო დასკვნით ეტაპს ე.წ. გრანდიოზულ ლგბტ ფესტივალს, ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც შარშან, ჩვენ ვაპირებთ წინა ღამეს ავიდეთ და დავიკავოთ ტერიტორია. (წინასწარი ინფორმაციით ასეთ ტერიტორიებად სახელდება ან ლისის ტბა და ან ე.წ. მზესუმზირის ბაღი ფუნიკულიორის მიმდებარედ).

ამ მიზნისთვის ჩვენ, ისევე, როგორც ბევრი ჩვენი თანამოაზრე, მოვუწოდებთ ერთმანეთს, ხალხს, რათა ვიყოთ ძალიან ბევრი, რადგან ჩვენ თუ ძალიან ბევრი ვიქნებით, პოლიციას უკვე მოუწევს ამხელა ჩვენი მასის დარბევა, ყველას დაჭერა და ისე დაცლა ამ ტერიტორიის, რათა მაინც ჩაატარებინონ იქ ლგბტეებს ეს გრანდიოზული “გარყვილების პროპაგანდა”. თავისთავად ცხადია, რომ ჩვენ მზად ვართ თავგანწირვისთვის, რათა წაბილწვისგან და უბილწესი საძაგლობის პროპაგანნდისგან ფიზიკურად დავიცვათ ჩვენი ღირსება, ჩვენი ქალაქი, ჩვენი მიწის ნებისმიერი ნაწილი (იქნება ეს პროსპექტზე, თუ მთაში, თუ ტყეში).

ჩვენ მზად ვართ ფიზიკურად გავწიროთ ჩვენი თავი საზოგადოების, ჩვენი მომავალი თაობის გადაგვარებისგან და “გახრწნისგან” დასაცავად. ჩვენთან არს ღმერთი!! სახელითა უფლისათა ვერეოდეთ მათ….!!!“ – აცხადებს გურამ ფალავანდიშვილი და დავით ლორთქიფაბიძე.

მსგავსი თემები