სალომე ზურაბიშვილი  ევროპელ ლიდერებს მიმართავს და აფიქსირებს, რომ საქართველოს სურს ევროპა

საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე ევროპელ ლიდერს ოფიციალური გზავნილი გაუგზავნა. პრეზიდენტი ევროკავშირის წევრებს სთხოვს, საქართველოს გზა გაუხსნან დი ევროპულ ოჯახში.

„საქართველო შვედეთის მიმართ უკვე მადლიერია აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით ევროპული პერსპექტივის გზის გახსნისთვის. ქართველ ხალხს სურს ევროპული მომავალი. ამ ოჯახის რეინტეგრაციის დრო მოვიდა“, – ასე მიმართავს ზურაბიშვილი შვედეთის პრემიერ-მინისტრს.

მიმართვა ირლანდიის პრეზიდენტსაც ეხება.

„საქართველომ იცის იმ მუდმივი მხარდაჭერის ფასი, რომელსაც ირლანდია უწევს საქართველოს თავისი ევროპული სწრაფვის გზაზე. დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ ვაფასებთ ევროპის მეორე ბოლოს ძლიერი ირლანდიელი ხალხის მხარდაჭერას. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ მხარს გვიჭერთ“, – აღნიშნულია მიმართვაში.

პრეზიდენტმა თხოვნა ნიდერლანდებსაც გაუგზავნა.

„დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის შემდეგ, საქართველო მიისწრაფის იმ რეფორმების შესრულებისკენ, რომლებიც ჭეშმარიტ ევროპულ ქვეყანას გვაქცევს. მისაღები გადაწყვეტილება იქნება ცენტრალური და ისტორიული ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის. მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის“, – ასე მიმართავს პრეზიდენტი ნიდერლანდების პრემიერ მინისტრ მარკ რუტეს.

პრეზიდენტი იმედს იტოვებს, რომ ევროპელი ლიდერები საქართველოს მარტო არ დატოვებენ.

მსგავსი თემები