ტრადიციულად, საქართველო აფხაზეთს ელექტროენერგიის 40%-ს უნაწილებს

აფხაზეთში ელექტროენერგიის  განაწილებასთან დაკავშირებით მაჩვენებელი უცვლელია. როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აცხადებს, პირობა სრულდება და მომავალშიც შესრულდება.

„რაც შეეხება აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას, ტრადიციულად, თანაფარდობა 40%-60%-ზეა. 40% გადაედინება აფხაზეთში, 60% კი ნაწილდება დანარჩენ საქართველოში. ეს პრინციპი შენარჩუნებული იყო 2021 წელსაც, თუმცა, ზამთრის თვეებში, აფხაზეთს ჰქონდა ენერგოდეფიციტი, რომლის შევსება ხდებოდა უშუალოდ მათ მიერ, ელექტროენერგიის რუსეთიდან შემოტანით. წელსაც ამ პრინციპის შენარჩუნება მოხდება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რეაბილიტაციის შემდეგ ენგურჰესის გამომუშავება მნიშვნელოვნად გაიზარდა, რა თქმა უნდა, აფხაზეთისთვის მიწოდებული ენერგიის მოცულობაც გაზრდილია. საქართველო თავის სიტყვას ასრულებს და ასე იქნება მომავალში“ – განაცხადა დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში.

მსგავსი თემები