„გვსურს, უკრაინას მხარი იმდენ ხანს დავუჭიროთ, რამდენი ხანიც  საჭირო იქნება“ – ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის  ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია და „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები არ აპირებენ უკრაინის მიტოვებას. მისი შეფასებით, G7 უკრაინის გრძელვადიან დახმარებაზე იმსჯელებს.

„გვსურს, უკრაინას მხარი იმდენ ხანს დავუჭიროთ, რამდენი ხანიც იქნება საჭირო. გვსურს, დავრწმუნდეთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის გათვლები არ იმუშავებს. პუტინს იმედი აქვს, რომ ის უკრაინის ტერიტორიის საკმარის ნაწილს დაიკავებს და ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება, თუმცა, ეს ილუზიაა“ – აცხადებს კანცლერი შოლცი.

მისივე ინფორმაციით, „დიდი შვიდიანის“ სამიტზე ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ უკრაინა იქნება.

მსგავსი თემები