ბავშვებს მანქანა დაეჯახა, ერთი მცირეწლოვანი გარდაიცვალა

ბათუმში უბედური შემთხვევა მოხდა. ორ მცირეწლოვანს, რომლებიც ქვეითად გადაადგილდებოდა, ავტომანქანა დაეჯახა. ერთი მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა, მეორე კი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

 

მსგავსი თემები