„20 ივნისი თვითგადარჩენის ბრძოლის დასაწყისია“ – მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი ქართველ ხალხს გადარჩენისა და ბრძოლისთვის მოუწოდებს.

„ის, რაც გუშინ ევროპასთან დაკავშირებით მოხდა, საქართველოსთვის გეოპოლიტიკური კატასტროფაა. ეს ის შემთხვევაა, როცა მთავრობა ან გაქცეულია ან ღიად მტრის მხარესაა. საკუთარი თავისა და სამშობლოს დაცვა თავისსავე ხელში უნდა აიღოს ქართულმა საზოგადოებამ თუ არ გვინდა, რომ ისტორიის მორევში გადავიჩეხოთ. 20 ივნისი ამ დიდი, თვითგადარჩენისთვის ბრძოლის დასაწყისია“ – ასეთია მიხეილ სააკაშვილის გზავნილი.

შეგახსენებთ, რომ ხვალ 20 ივნისს ოპოზიციის აქცია იმართება.

მსგავსი თემები