,,ვიმუშაოთ იმისათვის, რომ იგივე შესაძლებლობა მივცეთ საქართველოს მოსახლეობას”- რობერტა მეცოლა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა ევროკომისიის რეკომენდაციით, უკრაინისა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეხმიანება. რობერტა მეცოლას განცხადებით, უნდა გაგრძელდეს მუშაობა, რომ საქართველოს მოსახლეობასაც მიეცეს იგივე შესაძლებლობები.

„უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსი ავტოკრატიის წინააღმდეგ, თავისუფლებისთვის ძლიერ პოლიტიკურ სიგნალს აგზავნის. ევროპარლამენტის სახელით ევროკომისიის რეკომენდაციას მივესალმები. დღევანდელი გადაწყვეტილება გვაყენებს იმ გზაზე, რომ ევროპულმა საბჭომ უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით. ჩვენ ასევე მივესალმებით, მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას და უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ იგივე შესაძლებლობა მივცეთ საქართველოს მოსახლეობას. ჩვენი კარი ღია უნდა დარჩეს, რათა გავაძლიეროთ ევროპა, დავიცვათ ჩვენი ღირებულებები და თავისუფლება”, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.

მსგავსი თემები