,,ეს რეჟიმი უნდა წავიდეს, ამ რეჟიმით საქართველოს ევროპული პერსპექტივა არ ექნება”- ელენე ხოშტარია

,,ევროპამ ქართველ ხალხს უთხრა, შენ პერსპექტივა გაქვს თუ დაუბრუნდები ევროპულ ფასეულობებს, ოლიგარქიულ რეჟიმს პერსპექტივა არ აქვს,”- ამის შესახებ ,,დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, ევროკომისიის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა, რომელმაც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია არ გასცა.

ხოშტარიას განცხადებით, არსებული ხელისუფლების პირობებში საქართველოს ევროპული პერსპექტივა არ ექნება.

,,სურათი არის ძალიან ნათელი, ევროპამ ქართველ ხალხს უთხრა, შენ პერსპექტივა გაქვს თუ დაუბრუნდები ევროპულ ფასეულობებს, ოლიგარქიულ რეჟიმს პერსპექტივა არ აქვს, უნდა მოხდეს დეოლიგარქიზაცია ამ ქვეყნის, ეს რეჟიმი უნდა წავიდეს, ამ რეჟიმით საქართველოს ევროპული პერსპექტივა არ ექნება.
ჩვენ მოგვცეს წლის ბოლომდე დრო, რომ ამ ოლიგარქიული მმართველობის ქვეშ, რაც პრობლემებია პოლიტიკური დევნა, გვარამიას დაჭერა, სააკაშვილის წამება, სასამართლოს მიტაცება, არჩევნების მიტაცება, ეს ყველაფერი მოგვარდება, როდესაც ოლიგარქი, როგორც ამ ყველაფრის თავი, მოშორდება პოლიტიკურ სისტემას. ახლა არჩევანი არის ჩვენზე. ოცნებამ ვერ მოახერხა, რომ ბოლომდე ქართველი ხალხისთვის ევროპას დაეკეტა კარი,”- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მსგავსი თემები