,,მკაფიოდ გვითხრა დასავლეთმა, დეოლიგარქიზაცია მოხდება და გავისაუბროთ, მოგვიკაკუნეთ კვლავ, ჩვენი კარები ღიაა”- ნიკა მელია

,,მკაფიოდ გვითხრა დასავლეთმა, დეოლიგარქიზაცია მოხდება და გავისაუბროთ, მოგვიკაკუნეთ კვლავ, ჩვენი კარები ღიაა. ეგუებით ოლიგარქს, გინდათ ბიძინა ივანიშვილის მცველები მაღალ თანამდებობაზე? კი ბატონო, თქვენ გადაწყვიტეთ,”- ამის შესახებ  „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ  განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას არ აქვს ნება, გაატაროს წარმატებული დემოკრატიული რეფორმები.

„როდესაც ამას გართმევს ოლიგარქი, დაგცინის, გეუბნება, რომ ყველაფერი კარგად არის და შენც, ევროპელებიც და ამერიკელებიც, თქვენ ყველანი იტყუებით და ბიძინა ივანიშვილი არის მაგარი კაცი, ეს რომ არ იყოს, რა გვეშველებოდა და დააფასეთ, როდესაც ასეთი მდაბიო კომენტარები კეთდება, ამით უნდათ, ფონს გავიდნენ, ეს არ გაუვათ. თუ გვინდა, ჩვენი შვილები და მომავალი თაობები ცხოვრობდნენ დამოუკიდებელ სუვერენულ სახელმწიფოში, მაშინ სჭირდება შესაბამისი მოქმედება და ეს მოქმედება იქნება. ხალხის ფაქტორი იქნება ამოქმედებული.

მკაფიოდ გვითხრა დასავლეთმა, დეოლიგარქიზაცია მოხდება და გავისაუბროთ, მოგვიკაკუნეთ კვლავ, ჩვენი კარები ღიაა. ეგუებით ოლიგარქს, გინდათ ბიძინა ივანიშვილის მცველები მაღალ თანამდებობაზე? კი ბატონო, თქვენ გადაწყვიტეთ. ევროპელი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ ვართ მზად და მოგვეცით შესაძლებლობა, ფართოდ გაგიღოთ კარები. ეს ხალხისთვის გასაგები ენით ითქვა. ჩამოწერილია, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ. საუბარია დეოლიგარქიზაციაზე, რაც მოიცავს ყველაფერს, არ არის მედიათავისუფლება, არის პოლიტიკური დევნა, არ არსებობს ჯანსაღი ეკონომიკა, არსებობენ პოლიტიკური პატიმრები. დეოლიგარქიზაცია ნიშნავს, რომ ეს პრობლემები ერთ დღეში წყდება, ერთ დღეში იცვლება, თორემ ამ ხელისუფლებას რესურსი რეფორმების გატარების არ აქვს. ამ ხელისუფლებას არ აქვს ნება, გაატაროს წარმატებული დემოკრატიული რეფორმები, რატომ? რეფორმებს თუ გაგიტარებ, სამართლიან არჩევნებს ჩაგიტარებ, პოლიტიკურად თუ აღარ გდევნე, თუ ეკონომიკა იქნება ჯანსაღი, რომ ყველა ისარგებლებს, ოლიგარქი ფიქრობს, მე როგორ შევინარჩუნებ მართვის სადავეებს? ამიტომ ქართველი ხალხის ურყევი ნების გარეშე, ოლიგარქი დათმობს თავის ბერკეტებს. ამიტომ არავის შეეშინდეს, არავინ დაკომპლექსდეს, ქართველი ხალხის ნება არის ურყევი“, – განაცხადა მელიამ.

მსგავსი თემები