,,უკრაინისთვის, მოლდოვისთვის, საქართველოსთვის ჩვენს საერთო კონტინენტზე დემოკრატიისთვის ეს არის გადამწყვეტი მომენტი”- ჯოზეფ ბორელი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში, ევროკომისიის მიერ, უკრაინისა და მოლდოვასთვის  კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას ეხმიანება.

,,უკრაინისთვის, მოლდოვისთვის, საქართველოსთვის და ევროკავშირისთვის, ასევე ჩვენს საერთო კონტინენტზე მშვიდობისა და დემოკრატიისთვის ეს არის გადამწყვეტი მომენტი. დღევანდელი შეფასებები არის მათი ევროპული მისწრაფებების შესრულებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ევროკავშირი მხარს დაუჭერს ყველა რეფორმის ძალისხმევას, რომ ეს რეალობად აქციოს“, – წერს ჯოზეფ ბორელი.

მსგავსი თემები