ევროკომისიის რეკომენდაციით, მოლდოვას უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი

ევროკომისიის რეკომენდაციით, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი.  ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რეკომენდაცია გასცა მიენიჭოს მოლდოვას კანდიდატის სტატუსი.

„მოლდოვას რაც შეეხება, ჩვენი შეფასება იგივე მიმართულებით წარიმართა, როგორც უკრაინასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენ რეკომენდაციას ვაკეთებთ, რომ ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს მოლდოვას იმ თვალსაზრისით, რომ მნიშვნელოვან რეფორმას ჩაატარებს ქვეყანა. წარსულ პერიოდში მოლდოვამ განახორციელა გადამწყვეტი ნაბიჯები რეფორმების თვალსაზრისით, ნათელი მანდატი თავისი მოქალაქეების მხრიდან. ეს არის პრორეფორმული ანტიკორუფციული ევროპული გზა დამოუკიდებლობის შემდეგ პირველად. მოლდოვას ასევე ძალიან გრძელი გზა გააჩნია, მისი ეკონომიკა და საჯარო ადმინისტრაცია მოითხოვს ძირითადად გაუმჯობესებას, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა მიუყვება აღნიშნულ კურსს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქვეყანას გააჩნია პოტენციალი, დააკმაყოფილოს მოთხოვნები“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მსგავსი თემები