,,ჩვენ ვაძლევთ საქართველოს რეკომენდაციას ევროპულ პერსპექტივაზე”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისია  საქართველოს აძლევს რეკომენდაციას ევროპულ პერსპექტივაზე, რომლის შემდეგაც განიხილება სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის.

,,რაც შეეხება საქართველოს. საქართველოსაც გააჩნია იგივე ამბიცია, როგორც უკრაინას და მოლდოვას,მათ იმისთვის, რომ მიაღწიონ წარმატებას ქვეყანა უნდა გაერთიანდეს პოლიტიკურად და ამისთვის საჭიროა, რომ განახორციელოს რეფორმები და ჩართოს ამ რეფორმებში სამოქალაქო საზოგადოება, ამიტომ ჩვენ ვაძლევთ საქართველოს რეკომენდაციას ევროპულ პერსპექტივაზე და ვნახავთ როგორ განახორციელებს რეკომენდაციას იმისთვის რომ კიდევ ერთხელ განვიხილოთ სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის,”- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენი.

მსგავსი თემები