,,ჩვენ ოთხივე მხარს ვუჭერთ უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებას”- ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი, გერმანია, იტალია და რუმინეთი მხარს უჭერენ უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის დაუყონებლივ მინიჭებას.

,,ჩვენ ოთხივე (საფრანგეთი, გერმანია, იტალია და რუმინეთი) მხარს ვუჭერთ  უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებას. ევროპა თქვენს გვერდითაა სანამ იქნება საჭირო, სანამ გამარჯვება არ იქნება მიღწეული, გამარჯვება, რომელიც დააბრუნებს მშვიდობას თავისუფალ და დამოუკიდებელ უკრაინაში“- ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის დროს განაცხადა.

მსგავსი თემები