,,ჩვენ აქ ვართ მოსული მოუმზადებლად, ეს იყო ჩემი მიზანი”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის მოედანზე, მის მიერ დაანონსებულ აქციაზე მივიდა. ზურაბიშვილის თქმით, , საქართველოს ერთადერთი პერსპექტივა ევროპაშია.

,,ჩვენ აქ ვართ მოსული მოუმზადებლად, არაორგანიზებულად. ეს იყო ჩემი მიზანი და ჩემი არჩევანი, რომ აქ არ ყოფილიყო ის რასაც მიჩვეული ხართ, ანუ რაღაცა პარტიული შეხვედრები. აქ მოქალაქეები არიან ვისაც სურვილი ჰქონდა, რომ დღეს გამოხატოს, რომ ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ბედი, საქართველოს პერსპექტივა, ერთადერთი არის ევროპაში. ამისი ჩვენება გვინდოდა ჩვენ ერთმანეთისთვის” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტი არ აპირებს 20 ივნისს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მიღებას.

,,სადაც არის პოლიტიკური მოწოდებები და ორგანიზაციები, პრეზიდენტი ვერ წავა ერთზე და არა მეორეზე და მესამეზე” – აღნიშნავს ზურაბიშვილი.

მსგავსი თემები