,,ირპენი და ბუჩა რუსეთის ომის წარმოუდგენელი სისასტიკის სიმბოლოდ იქცნენ”- ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ქალაქ ერპინის მონახულების შემდეგ  სოციალურ ქსელ ,,ტვიტერში” განცხადებას ავრცელებს. შოლცის თქმით, ირპენი რუსეთის ომის წარმოუდგენელი სისასტიკის სიმბოლოდ იქცა.

,,ირპენი და ბუჩა რუსეთის ომის წარმოუდგენელი სისასტიკის სიმბოლოდ იქცნენ. ამ ქალაქში სასტიკი ნგრევა მემორიალია – ეს ომი უნდა დასრულდეს“, – წერს გერმანიის კანცლერი  „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ,  უკრაინაში იმყოფება გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანესი.

მსგავსი თემები