,,ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას”- ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით,  უკრაინის ფინანსური, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარება კვლავ გაგრძელდება.

,,ჩვენ არ გვინდა მხოლოდ სოლიდარობის დემონსტრირება, ჩვენ ასევე გვინდა განვაცხადოთ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ დახმარებას, რომელსაც ჩვენ ვაორგანიზებთ – ფინანსური, ჰუმანიტარული, ასევე, როცა საქმე იარაღს ეხება”,- განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

შეგახსენებთ, უკრაინაში ვიზიტით  იმყოფება გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი.

მსგავსი თემები