„დღეს ჩვენ ისე გვჭირდება აგრესორის წინააღმდეგ გაერთიანებული ყოფნა, როგორც არასდროს”- ჯუანშერ ბურჭულაძე

ბრიუსელში მიმდინარე ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ალიანსის შტაბ-ბინაში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო. შეხვედრის თემა,  უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებისა და სამომავლო სტრატეგიის განხილვას მოიცავდა.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა გართულებული უსაფრთხოების გარემოს ფონზე ალიანსთან ინტენსიური თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მან ასევე უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

„დღეს ჩვენ ისე გვჭირდება აგრესორის წინააღმდეგ გაერთიანებული ყოფნა, როგორც არასდროს. ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა ვერ იქნება სრულყოფილი შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარეშე“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ და აღნიშნა, რომ საქართველო მიესალმება სათანადო მხარდაჭერის მიღებას, როგორც საქართველოსთვის მოკავშირეთა გაძლიერებული დახმარების ხელშესახებ მექანიზმს. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პროცესი კონკრეტული შედეგებით მადრიდში დაგეგმილ ნატოს სამიტზე გახდება ცნობილი.

ბურჭულაძე ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგსაც შეხვდა და მადლობა გადაუხადა ნატოში გაწევრიანების გზაზე  საქართველოსთვის გაწეული მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის.

მსგავსი თემები