,,ხოშტარიას კრემლიდან ერიცხება ფულიო, არ გამოვა ეს აფიორა”- ელენე ხოშტარია

„დროას“ დამფუძნებელი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში, ,,იმედის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც მისი ოჯახის წევრს რუსეთიდან მილიონობით რუბლი ერიცხება.

,,ირაკლი რუხაძის მხილებამ ძალიან ააღელვა „იმედი“. მინდა, გითხრათ, უახლოეს დღეებში კიდევ გაგაცნობთ მასალას რუხაძის კავშირებზე სანქცირებულ ადამიანებთან. ხოშტარიას კრემლიდან ერიცხება ფულიო, მამაჩემი არის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე, თეატრის მხატვრის, რომელიც მეოცე საუკუნეში მოღვაწეობდა მარიისნკის თეატრში და რომლის სპექტაკლები მთელ მსოფლიოში იდგმება. შესაბამისად, ჰონორარები ერიცხება ყველა მისი დადგმული სპექტაკლიდან უკვე 25 წელია. რუსეთის საავტორო ორგანიზაცია „რაოსთან“ გაწყვეტილი აქვს ურთიერთობა. არ გამოვა ეს აფიორა და არც რუხაძეს უშველის ეს. ოლიგარქიული მმართველობის საყრდენების შესახებ ყველა ფაქტს  ვამხელ და გადავცემ პარტნიორებს“, – წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები