ოქტომბერ-ნოემბერში შესაძლებელია, რომ კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატოს

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, პროფესორ ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, ზაფხულში, შესაძლებელია, კორონავირუსის შემთხვევების ზრდა გვქონდეს. როგოც  იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, მიზეზი შვებულებებისა და მეტი კომუნიკაციის პერიოდია.

შვებულებებისა და დასვენების პერიოდი დაკავშირებული იქნება მეტ კონტაქტთან, მათ შორის, დახურულ სივრცეში. ქვეყანაში ტურისტების ნაკადიც მნიშვნელოვნად მოიმატებს. ამიტომ, შესაძლებელია, ზაფხულის განმავლობაში, გვქონდეს შემთხვევების მცირე მატება. მეორე – რამდენი ხანი გრძელდება გადატანილი ვირუსისგან დაცვა ან ვაქცინაციის შემდეგ რამდენად ვართ დაცულები. ეს პერიოდი არის მაქსიმ 6 თვე. ასე რომ, შემოდგომაზე შესაძლებელია გვქონდეს შემთხვევების მატება განპირობებული ვაქცინაციის შემდგომ არსებული იმუნიტეტის შემცირებით და ვირუსის გადატანის შემდგომ არსებული იმუნიტეტის შემცირებით“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.  

მსგავსი თემები