უნივერსიტეტის რექტორი მის კაბინეტში შეჭრილ სტუდენტებს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და რექტორს შორის აუდიენცია შედგა. ერთი კვირაა, სტუდენტები რექტორის კაბინეტში არიან დაბინავებულები და მის დატოვებას მანამ არ აპირებენ, სანამ მოთხოვნებზე ადეკვატურ პასუხებს არ მიიღებენ.

შეხვედრა დაახლოებით სამი საათი გაგრძელდა. როგორც სტუდენტები აცხადებენ, ეს იყო ზოგადი შეხვედრა, სადაც რექტორმა მათი პოზიციები მხოლოდ მოისმინა.

„იყო გარკვეული ზედაპირული განხილვა.  შეთანხმება არაფერზე ყოფილა. ვისაუბრეთ გარკვეულ საკითხებზე. მოთხოვნებია: საერთო საცხოვრებლის მშენებლობა, ფინალური გამოცდების ან ონლაინ რეჟიმში ჩატარება ან თითოეულ სამხარეო რეგიონში მინიმუმ ერთი საგამოცდო ცენტრის გახსნა მაინც, ასევე, ფინანსური გამჭვირვალობა და რექტორის არჩევის წესის ცვლილება. ფინალური გამოცდების საკითხი არის ყველაზე მოკლევადიანი საკითხი, რომელიც დღის წესრიგში დგას, რადგან მალე დაიწყება გამოცდები და გამოცდების ფორმატზე მათი დამოკიდებულება, როგორც შევამჩნიეთ და გავარკვიეთ, ეს არის იგივე, რომ ონლაინ ფორმატში გამოცდები არ უნდა ჩატარდეს“, – ასეთია სტუდენტების პოზიცია.

შეგახსენებთ, რომ სტუდენტების რექტორის კაბინეტში შეიჭრნენ და მისი გადადგომა მოითხოვეს. ასევე, ისინი განათლების მინისტრთან აუდიენციას ითხოვდნენ.

 

მსგავსი თემები